ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

,,პირველი ნაბიჯი გადაიდგა თებერვალში ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარებისთვის, რომლებიც შემოსავალს ქმნიან აქტივებიდან, ახლა ეს შემოსავალი ცალკე შემნახველ ანგარიშებზეა“, - განმარტება ბორელმა.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აქტივებიდან შემოსავლის ჩამორთმევის ასეთი მექანიზმი წელიწადში 3 მილიარდ ევროს მოიტანს.

„ეს შემოსავლები არ ეკუთვნის რუსეთს, რადგან ისინი არ არიან სუვერენული აქტივები, რადგან განსხვავებაა კაპიტალსა და მისგან მიღებულ შემოსავალს შორის“, - დასძინა მან.