ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სირიის წინააღმდეგ ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნაზე, - იტყობინება voz.us დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები სირიისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

ოფიციალური პირების თქმით, მინისტრები განიხილავენ პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური სანქციების მოხსნას, ასადის რეჟიმთან დაკავშირებული სანქციების შენარჩუნებას და ადამიანის უფლებების დამრღვევების წინააღმდეგ ზომების მიღებას.