ევროპარლამენტის სპეციალური კომიტეტის ,„დემოკრატიის ფარის“ დელეგაცია ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უცხო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება განიხილეს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა აღნიშნულ საკითხზე როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო რეაგირების შესახებ იმსჯელეს.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, ქვემო და ზემო პალატის წევრებთან, ასევე „ბიბისის“ წარმომადგენლებთან. ორი დღის განმავლობაში შეხვედრები მიმდინარეობდა ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციისა და მედიაწიგნიერების საკითხებზე.

ვიზიტის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატალი ლუაზომ განაცხადა:

„ახალ ენერგიას ვხედავთ ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინირებული მიდგომების მიმართ. ამ მისიის შედეგი აშკარაა – ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო უნდა მუშაობდნენ მჭიდროდ, მსგავსად მოაზროვნე სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა განახორციელონ უცხო ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირება, პრევენცია და ეფექტიანად უპასუხონ მათ“.

1tv.ge