ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ოფისი გახსნა ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ტრამპის კოშკში.
გახსნის ცერემონიაზე შედგა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასის პრეზენტაცია. 13 ივლისამდე თასის ხილვა ყველა მსურველს შეეძლება.
ცერემონიისას სიტყვები წარმოთქვეს FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა.
თავის გამოსვლაში ინფანტინომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებაში გაწეული უპრეცედენტო დახმარებისთვის.