„General Motors“-ის პრეზიდენტმა მარკ როისმა შაბათს განაცხადა, რომ შემცირებული მოგების მოლოდინები და ავტომობილებზე ტარიფებით გამოწვეული პოტენციური 5 მილიარდი დოლარის ზარალი გავლენას არ მოახდენს Cadillac–ის დებიუტზე ფორმულა 1-ის მომავალ სეზონში.
Cadillac-ის მშობელმა კომპანია GM-მა ამ კვირაში შეამცირა 2025 წლის მოგების პროგნოზი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ფართომასშტაბიანი ტარიფების გარშემო არსებული გაურკვევლობის ფონზე.