Goldman Sachs–ის ანალიტიკოსებმა მომავალი წლისთვის სპილენძის ფასის პროგნოზი ტონაზე 10,500 დოლარამდე გაზარდეს, ადრე მოსალოდნელი 10,000 დოლარიდან, იტყობინება The Wall Street Journal.

ეს გამოწვეულია ინდონეზიაში Freeport-McMoRan-ის კუთვნილი გრასბერგის მაღაროდან ლითონის მიწოდების შეფერხებებით, ასევე აშშ დოლარის შესუსტებით და საპროცენტო განაკვეთების კლებით.

„ფასი ბრუნდება 10,000-11,000 აშშ დოლარის ახალ დიაპაზონში, რადგან რესურსების შეზღუდვა და ეკონომიკის კრიტიკული სექტორებიდან მოთხოვნის სტრუქტურული ზრდა 2026 წლიდან ახალ ფასის ზღვარს აწესებს“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ვრცლად interfax – ზე