სამხრეთ კორეული Hyundai Motor Group 2025-2028 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინვესტიციებს 26 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

ადრე კომპანია ამერიკის ეკონომიკაში 21 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

Hyundai-ს საინვესტიციო გეგმა მოიცავს ფოლადის ქარხნისა და რობოტიკის ქარხნის მშენებლობას, ასევე კომპანიის აშშ-ში არსებულ ქარხნებში ავტომობილების წარმოების გაზრდას.

გამოცხადებული ინიციატივები ჯამში 25 000 სამუშაო ადგილს შექმნის, – განაცხადა კომპანიამ.

წყარო: interfax