გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების ჯაჭვები წელიწადში დაახლოებით 350 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტს გამოყოფენ, რაც შეესაბამება იტალიის წლიურ გამონაბოლქვს, თუმცა, ამ გამონაბოლქვის 60%-ით შემცირება 100 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ შეიძლება – ამის შესახებ Bloomberg-ი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ამავდროულად, მხოლოდ მეთანის გაჟონვის შემცირებას შეუძლია წლიური ემისიების შემცირება თითქმის 90 მილიონი ტონით CO2-ის ეკვივალენტით, ანუ თხევადი ბუნებრივი აირის მთლიანი ემისიების 25%-ით, ხოლო ამ შემცირების დაახლოებით ნახევარი წმინდა ხარჯების გარეშე განხორციელდება.