აშშ-ში, იელოუსტოუნის პარკში, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად ვერხვის ხეების რაოდენობა გაიზარდა. სპეციალისტები ამის მიზეზად პარკის ტერიტორიაზე მგლების პოპულაციის აღდგენას ასახელებენ.
ახალი კვლევის მიხედვით, მგლების დაბრუნებამ პარკში ეკოლოგიური ტრანსფორმაცია გამოიწვია.
ნაცრისფერი მგლები პარკიდან 1930 წლისთვის მთლიანად გაქრნენ - ბინადრობის არეალის დაკარგვისა და მონადირეთა საქმიანობის გამო. მგლების გაუჩინარების შემდეგ, პარკში ჭარბად გავრცელდნენ ლოსები. ისინი ჭამდნენ ბალახს, ბუჩქებსა და ახალგაზრდა ხეებს, რის გამოც ვერხვებს ზრდის საშუალება არ ჰქონდათ.
თუმცა, 1990-იან წლებში პარკში მგლების დაბრუნებამ ლოსების პოპულაცია შეამცირა, რამაც, სპეციალისტების დაკვირვებით, ვერხვის ხეების რაოდენობის გაზრდას პირდაპირ შეუწყო ხელი.