ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა დიდი რაოდენობით სენსიტიური დოკუმენტაცია მოიპოვეს, რომლის ნაწილი ისრაელის ბირთვულ გეგმებსა და ობიექტებს ეხება.

"მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების მოპოვების ოპერაცია გარკვეული ხნის წინ ჩატარდა, მასალების დიდი რაოდენობისა და ირანში უსაფრთხოდ გადატანის აუცილებლობის გამო საჭირო გახდა ინფორმაციის ბლოკირება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი დანიშნულ დაცულ ადგილებში ჩააღწევდა". - განაცხადა სახელმწიფო მედია PressTV-მ.

PressTV-ს ინფორმაციით, დოკუმენტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ ანალიზს დიდი დრო დასჭირდება.

ისრაელის მხრიდან კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელმა თეთრი სახლი დაარწმუნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას ორმა საკითხზე ინფორმირებულმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. 

tabula.ge