ირანი TRACECA-ს ფარგლებში ირან-აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მრჩეველმა ამინ ტარაფომ განაცხადა. ინფორმაციას abc.az აქვეყნებს.

ტარაფომ აღნიშნა, რომ ინიციატივა ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის, ფარზანა სადიკის, აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტის დროს გაცხადდა და ოფიციალური პირების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

მისი თქმით, წელს ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი TRACECA IGC-ს უხელმძღვანელებს.