ირლანდიის სტატისტიკის ცენტრალური სამსახურის (CSO) ბოლო მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში რიგ საკვებ პროდუქტსა და სასმელზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
სასურსათო პროდუქტზე ინფლაციის მაჩვენებელი, 2024 წლის ივნისის შემდეგ, მთელ ეკონომიკაში ფასების ზრდას ორჯერ აღემატება (შეფარდება: 4.6% 1.8%-თან).
ივნისის თვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი აჩვენებს, რომ 1 ფუნტი (454 გრამი-რედ.) კარაქის საშუალო ფასი, 2024 წლის ივნისთან შედარებით, 28%-ით, ანუ 1,10 ევროთ გაიზარდა და 4,83 ევროს მიაღწია.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები რძის სხვა პროდუქტებზე: ორი ლიტრი რძის ფასი 27ცენტით გაიზარდა და 2,47 ევრო შეადგინა, ხოლო 1 კილოგრამი ყველი 95 ცენტით გაძვირდა და მისმა ფასი 11,34 ევრო გახდა.
6 ცენტით მეტი (1,67 ევრო) ღირს 800 გრამი წონის დაჭრილი თეთრი პური.
CSO-ს ცნობით, ფასები ბევრ ხორცპროდუქტზეც გაიზარდა.
ძროხის რბილი ხორცი (1 კილოგრამი) 20%-ით გაძვირდა და 15,20 ევრო გახდა, ხოლო 1 კილოგრამი ცხვრის ხორცი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 19%-ით მეტი - 17,70 ევრო ღირს.
CSO-ს მონაცემებით,მიმდინარე წლის ივნისიდან ერთი ლიტრი სტაუტი (მუქი ლუდი - რედ.) 4,6%-ით გაძვირდა და მისი ფასი 6,07 ევრო გახდა.
თუმცა, ზოგიერთ საკვებსა და სასმელზე ფასები შემცირდა. მაგალითად, 2,5 კილოგრამიანი კარტოფილის ტომარა 29 ცენტით გაიაფდა და მისი ფასი 3,81 ევრომდე დაეცა.
სტატისტიკის მიხედვით, ხილსა და ბოსტნეულზე ფასებს, გასული წლის შემდეგ, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია.
ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასები კი, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, შემცირდა.
1 ლიტრი დიზელის საწვავის საშუალო ფასმა 1,71 ევროდან 1,65 ევრომდე დაიწია, ბენზინის ღირებულება კი 9 პროცენტით შემცირდა და 1,69 ევრო გახდა.
წყარო: 1 არხი