20 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ცეცხლაძე კარიერას იტალიურ „რომაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გამოცემა Leggo ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს. ის თავდაპირველად „რომას“ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.
გიორგი ცეცხლაძე „დინამო თბილისის“ მეორე გუნდში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში მან 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან „რომას“ ჯან პიერო გასპერინი გაწვრთნის, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან წარმატებული მუშაობით ცნობილია.