ბრიტანულმა ალკოჰოლურ სასმელების ჰოლდინგმა Diageo-მ, რომელიც ფლობს Johnnie Walker-ის, Captain Morgan-ის და Smirnoff-ის ბრენდებს, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტზე დაწესებული 10%-იანი ტარიფი კომპანიას შესაძლოა ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარი დაუჯდეს, ამის შესახებ ნათქვამია სამი თვის ფინანსურ ანგარიშში.

სამი თვის შედეგების მიხედვით, Diageo-ს  გაყიდვების ორგანულმა ზრდამ შეადგინა 5.9% და 4.37 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ძირითადი წვლილი ჩრდილოეთ ამერიკაზე (+6.2%) და ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონზე (+28.5%) მოდიოდა. ევროპაში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რადგან სპირტიანი სასმელების გაყიდვები შემცირდა გინესის ლუდის გაყიდვების ზრდის მიუხედავად. აზიაში ზრდამ 1.6% შეადგინა, აფრიკაში - 10.1%.

ვრცლად rbc-ზე