კიტ კელოგი უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი კიევს ორდღიანი ვიზიტით, 24-25 აგვისტოს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხვალ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, მოსალოდნელია, რომ კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ipn.ge