აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის „გუბერნატორ კარნის“ სავარაუდოდ, არ უწოდებს, როგორც ეს ჯასტინ ტრუდოსთან გააკეთა.

„რაც შეეხება მისთვის გუბერნატორ კარნის დარქმევას, არა, ჯერ ეს არ გამიკეთებია და შესაძლოა, არც გავაკეთო. ტრუდოსთან ბევრი ვიხალისე, მაგრამ ვფიქრობ, ეს დიდი წინსვლაა. ეს კარგი წინსვლაა კანადისთვის“, – განაცხადა ტრამპმა

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ძალიან ყურადღებით“ ადევნებდა თვალს კარნის არჩევნებს.

„მომწონს ის. იცით, სასიამოვნო კაცია. ჩვენ კარგად ვთანხმდებით. დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ნამდვილად შესანიშნავი. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან მტკიცე იქნება“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ტრამპმა კარნისთან შეხვედრის შემდეგ.

1tv.ge