"აღმოსავლეთ ევროპის რეკონსტრუქციის დროა," - წერს ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი,  ზურაბ მაღრაძე, სოციალურ ქსელში და ამ კონტექსტში ცდილობს ახსნას, რამ აქცია დასავლეთ ევროპა ძლიერ ეკონომიკად. 

"მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მისი ოფიციალური სახელია ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა. პროგრამამ დასავლეთი ევროპა უძლიერეს ეკონომიკად აქცია.ახლა აღმოსავლეთ ევროპის რეკონსტრუქციის დროა. აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.იალტის კონფერენციაზე 1945 წელს იჯდნენ ლიდერები მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან და ლონდონიდან. პუტინმა და ტრამპმა რაც არ უნდა ილაპარაკონ ალიასკის შეხვედრაზე 2025 წელს, არაფერი გამოვა," - წერს ზურაბ მაღრაძე.