ილონ მასკის ამერიკული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა xAI Corp.–მა 300 მილიონი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდვა დაიწყო, იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

განთავსების შედეგებით, კომპანიის ღირებულება შესაძლოა 113 მილიარდ დოლარად შეფასდეს. 2024 წლის ბოლოს, საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, რომლის დროსაც მან 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, სტარტაპმა 45 მილიარდი დოლარის შეფასება მიიღო.

გარდა ამისა, Morgan Stanley გამოუშვებს xAI-ის უზრუნველყოფილ ობლიგაციებს და სტარტაპს ჯამში 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხებს მიაწვდის.

ვრცლად interfax – ზე