იტალიურმა მოდის სახლმა Valentino-მ რიკარდო ბელინი მთავარ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, განაცხადა კომპანიამ.
ბელინი თანამდებობას სექტემბრის დასაწყისში დაიკავებს. ის ჯაკოპო ვენტურინის შეცვლის, რომლის წასვლის შესახებაც გასულ კვირას გახდა ცნობილი.
ბელინი ამჟამად კატარში დაფუძნებული Mayhoola-ს მმართველი დირექტორია, რომელიც Valentino-ს აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს. მანამდე ის მოდის ბრენდებს Maison Margiela-სა და Chloe-ს ხელმძღვანელობდა და Diesel-ისა და Procter & Gamble-ის ტოპ მენეჯმენტის წევრი იყო.