ცნობილი ხდება, რომ იტალიური სასტუმროების სერვერებიდან მასობრივად გაჟონა ტურისტების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ათიათასობით დასკანერებულმა ფაილმა.
-
მედიის ინფორმაციით, ეს ინფორმაციები ახლა darknet - ში იყიდება
იტალიის დიგიტალიზაციის სააგენტოს (Agid) ინფორმაციით, აღმოაჩინეს “იტალიაში მოქმედი სასტუმროებიდან გაჟონილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უკანონოდ გაყიდვის ფაქტები“.
"ეს მოიცავს ათიათასობით მაღალი გარჩევადობის სკანირებულ ფაილს - პასპორტების, პირადობის მოწმობების და სხვა სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებს, რომლებიც სტუმრებმა რეგისტრაციის დროს გამოიყენეს“, - განმარტა სააგენტომ.
Agid-ის განცხადებით, დაჰაკულია დაახლოებით 100 000 დოკუმენტი.
გაყიდვების უკან მდგომი პირი, ფსევდონიმით "mydocs“, აცხადებს, რომ დოკუმენტები "კომპიუტერულ სისტემებზე უნებართვო წვდომის გზით 2025 წლის ივნისსა და აგვისტოს შორის პერიოდში“ მოიპოვა.
-
ინციდენტი დაადასტურა იტალიაში არსებულმა ათმა სასტუმრომ
გარდა ამისა დაზარალებული არიან ისეთ ქალაქებში მდებარე სასტუმროები, როგორებიცაა ვენეცია, ტრიესტი, კუნძული კაპრი და ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე მდებარე ფეშენებელური სასტუმრო.
სააგენტო მსხვერპლებს "სავარაუდო სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს.“
მათი თქმით, მონაცემების გამოყენება შესაძლებელია თაღლითური საქმიანობისთვის, როგორიცაა ყალბი დოკუმენტების შექმნა, საბანკო ანგარიშების გახსნა და ციფრული პირადობის მოპარვა.