ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის რვა შეხვედრას საშუალოდ 42 751 მაყურებელი დაესწრო — ეს მაჩვენებელი ჯგუფურ ეტაპთან შედარებით 23 პროცენტით მეტია.
ყველაზე ხალხმრავალი მატჩი ატლანტაში გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისა“ და ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაპირისპირებას 65 574 ადამიანი დაესწრო. შეხვედრა ფრანგულმა გუნდმა 4:0 მოიგო. „ინტერისა“ და „ფლუმინენსეს“ მატჩი კი სტადიონიდან მხოლოდ 20 030 გულშემატკივარმა იხილა.
ამ დროისთვის, ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი მადრიდის „რეალისა“ (64 906) და პსჟ-ს (62 630) თამაშებს აქვს.
რაც შეეხება სტადიონებს, ყველაზე მეტი, საშუალოდ 55 099 ადამიანი მაიამიში მდებარე Hard Rock Stadium-ზე ჩატარებულ თამაშებზე დადის.
დასწრების საშუალო მაჩვენებელი გუნდების მიხედვით:
- „რეალი“ — 64 906
- „პარი სენ-ჟერმენი“ — 62 630
- „ინტერ მაიამი“ — 54 800
- „ატლეტიკო“ — 51 749
- „ბოკა ხუნიორსი“ — 45 353
- „ალ აჰლი“ — 45 333
- „ბაიერნი“ — 44 735
- „სიეტლი“ — 44 138
- „პალმეირასი“ — 44 006
- „მანჩესტერ სიტი“ — 43 617