ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

ტრამპმა უარი თქვა იმ ქმედებების გამხელაზე, რომლებიც მან შეიძლება განიხილოს რუსეთის დასასჯელად და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ მისი ახალი „მკაცრი ენა“ თავის თავზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას.

„სიტყვები საკმაოდ ხმამაღალია. ბედნიერები არ ვართ ამ ვითარებით“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, ტრამპმა უპასუხა: „დაახლოებით ორ კვირაში გაგაგებინებთ“.

„გავარკვევთ, ყალბად დაინტერესებულია თუ არა და თუ ყალბად დაინტერესებულია, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.

Ipn.ge