იაპონურმა კომპანია Panasonic Holdings-მა 10 000 სამუშაო ადგილის შემცირების გეგმა გამოაცხადა. შემცირებები გავლენას მოახდენს იაპონიაში მყოფ 5000 თანამშრომელზე და 5000-ზე, რომლებიც საზღვარგარეთ არიან კონსოლიდირებულ კომპანიებში.
Panasonic-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ მას მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 228 000 თანამშრომელი ჰყავს.
იაპონური ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია შეაფასებს თავისი ჯგუფის კომპანიების ოპერაციულ ეფექტურობას, განსაკუთრებით გაყიდვებისა და „ბექ-ოფისის“ განყოფილებებში, - ნათქვამია განცხადებაში.
რესტრუქტურიზაციის ხარჯები 2025 წელს, სავარაუდოდ, 130 მილიარდი იენი (896 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.