ამერიკულმა გადახდის სისტემა PayPal Holdings-მა მეორე კვარტალში წმინდა მოგება 12%-ით გაზარდა და წლიური პროგნოზი გააუმჯობესა.

2025 წლის აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.261 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 1.29 აშშ დოლარი შეადგინა, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 1.128 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ აქციაზე 1.08 აშშ დოლარს შეადგენდა. ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით მოგება აქციაზე 1.19 აშშ დოლარიდან 1.4 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 8.288 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ვრცლად interfax-ზე