2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში, ელექტროენერგიის 42.5% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღეს - „ევროპულსი“ წერს, რომ ამ მონაცემებს ევროპული სტატისტიკური სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი წყაროების ყველაზე მაღალი წილი დანიაში (88.5%) დაფიქსირდა, შემდეგ მოდის პორტუგალია (86.6%) და ხორვატია (77.3%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ჩეხეთში (13.4%), მალტაში (14.4%) და სლოვაკეთში (15.1%) დაფიქსირდა.
ევროკავშირმა ყველაზე მეტი მწვანე ენერგია ქარის (42.5%), ჰიდროელექტროენერგიის (29.2%) და მზის ენერგიის (18.1%) მეშვეობით გამოიმუშავა. დანარჩენი ენერგია კი აალებადი განახლებადი საწვავიდან, როგორიცაა ბიომასა და ბიოგაზი (9.8%) და გეოთერმული ენერგიიდან (0.5%) მოდიოდა.