პოლონეთში პირველი კვანტური სუპერ კომპიუტერი ვროცლავის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდა. მოწყობილობა აბსოლუტურ ნულთან ახლოს ტემპერატურაზე მუშაობს (ცელსიუსის შკალით, აბსოლუტური ნული -273,15 გრადუს ტემპერატურას შეესაბამება) – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

კვანტური კომპიუტერი ჩვეულებრივი კომპიუტერისგან იმით განსხვავდება, რომ კლასიკური ბიტების (0 ან 1) ნაცვლად, ის იყენებს კუბიტებს. მათ შეუძლიათ იყვნენ სუპერპოზიციაში - ანუ ერთდროულად იყვნენ როგორც 0, ასევე 1. ეს საშუალებას აძლევს კომპიუტერს, რთული გამოთვლები რამდენჯერმე უფრო სწრაფად შეასრულოს.