პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, ზეწოლა რომ არ ეგრძნო, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პიტ ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შექმნა პირობები სამშვიდობო შეთანხმებისთვის, თუმცა იქნება დათმობები, რომლითაც არავინ იქნება კმაყოფილი.
„ტრამპმა უკვე შეცვალა თამაშის წესები. მან შექმნა პირობები შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც თავიდანვე მისი მიზანი იყო“, – აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე შესაძლებელია და, სავარაუდოდ, მოხდება ტერიტორიების გაცვლა.
„იქნება დათმობები, რომლითაც არავინ იქნება კმაყოფილი, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთებას, ეს ტრამპია“,- განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.