დანია ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. სტატუსი კოპენჰაგენმა ვარშავისგან გადაიბარა.
მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოში ლიდერებისა თუ მინისტრების შეხვედრების დღის წესრიგის შედგენა და პრიორიტეტების დასახვა სწორედ დანიის ხელისუფლების პრეროგატივა იქნება.
უკვე ცნობილია, რომ მთავარ აქცენტს ქვეყანა უსაფრთხოებასა და შეჯიბრებითობაზე გააკეთებს. ამისათვის კი დღის წესრიგით ევროპული თავდაცვითი და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა გათვალისწინებული. ამ მხრივ საფუძველი მზადაა, გასულ კვირას ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი მშპ-ს სამ-ნახევარი პროცენტის თავდაცვით ხარჯებზე ინვესტირება შეათანხმეს.
„ევროპაში უსაფრთხოებითი სიტუაცია არასტაბილურია და სწორედ ამიტომ საშიშიც”- აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
დანიის პრიორიტეტებს შორის იქნება მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებიც. დანიისთვის საბჭოში ეს უკვე მერვე პრეზიდენტობაა. ამ სტატუსს ევროკავშირის 27 სახელმწიფო როტაციის პრინციპით იღებს.