რუმინეთში საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის გამო ტალახიანი წვიმა მოვიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც დაბინძურებული მანქანები, ხეები, ფანჯრები და ქუჩები ჩანს.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, მოუწოდა, რომ 24 საათის განმავლობაში სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

ეროვნულ მეტეოროლოგიურ სააგენტოს ინფორმაციით, რუმინეთის თავზე საჰარის მტვრით ჰაერის მასები ოთხშაბათამდე დარჩება, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს.

როგორც ცნობილია, საჰარის მტვრის გამო ტალახიანი წვიმა დაფიქსირდა უკრაინის სამხრეთ რეგიონებშიც.

საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დღეს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი დაფარა.