რუსეთის სტრატეგიული საავიაციო ბაზებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
ორშაბათს დილის მონაცემებით, რუსული კომპანიების აქციები ფასი ასე შეიცვალა:
- Yandex-ი - 2.3%-ით შემცირდა
- „სბერბანკი“ - 2.3%-ით შემცირდა
- „გაზპრომი“ - 3.1%-ით შემცირდა
- „აეროფლოტი“ – 2.7%-ით შემცირდა
- VTB-ი - 2.3%-ით შემცირდა
- „როსნეფტი“ - 1.9%-ით შემცირდა
- „ნოვატეკი“ - 3%-ით შემცირდა
- ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი - 2.2%-ით შემცირდა.