რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილი დეფიციტის სამჯერ გაზრდას ითვალისწინებს - 1.17-დან 3.8 ტრილიონ რუბლამდე (48 მილიარდი აშშ დოლარი). ამის შესახებ The Moscow Times იტყობინება.

თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლება ბიუჯეტში არსებული „ხვრელის“ 1.17 ტრილიონი რუბლით (15 მილიარდი აშშ დოლარით) შემცირებას და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის შევსებას გეგმავდა, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. 

თუმცა, ნავთობის ფასების ვარდნისა და რუბლის გამყარების გამო, მათ გეგმების შეცვლა მოუწიათ. ახლა, რეზერვების დაგროვების ნაცვლად, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მათ ხელახლა დახარჯვას გეგმავს.