რუსეთში, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, რეგიონების მიხედვით კომუნალური გადასახადები 12-დან 25%-მდე ძვირდება
.ზრდადობა ყველაზე მეტად პერმის მხარეს (+21.1%), არხანგელსკის (+20%) და კემეროვოს ოლქებს (+19.8%) და ოსეთს (+19.1%) შეეხება. +17.5%-ით ერთ პოზიციაზე არიან დაღესტანი და თათრეთის რესპუბლიკები, ინგუშეთი +17.6%. ყველაზე ნაკლებად ზრდადობა (+8.6%) შორეულ აღმოსავლეთში მდებარე, ამურის ოლქს შეეხება.
მოსკოვში, კომუნალური გადასახადები გაიზრდება საშუალოდ 15%-ით. ელექტროენერგია გაიზრდება ფასის 7.16 რუბლამდე. კილოვატ საათში (წელიწადში 16.4% –ით ზრდა), ცხელი წყალი 312.5 რუბლამდე. თითო კუბურ მეტრზე (15%-ით), გათბობა - 3738.37 რუბლამდე. გიგაკალორიასთვის (15%).
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა კრიზისისი ფაზაში შედის. დასავლეთის სანქციების ფონზე ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტს აკლდება შემოსავლები, რის გამოც იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობა დეფიციტის შევსებას და დაკარგული საბიუჯეტი შემოსავლების შევსებას ხალხისგან ამოღებული გადასახადების გაზრდით ცდილობს.
2025 წლის ფედერალურ ბიუჯეტში სეკვესტრი განიცადა ეკონომიკის მნიშვნელოვანი პროექტებისთვის დაფინანსებამ. ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველ გეგმაზე სამჯერ მეტი იქნება, 1.2 ტრილიონის ნაცვლად, 3.8 ტრილიონი რუბლზე მეტი იქნება.ა.წ. ივნისისთვის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) ლიკვიდური აქტივების მოცულობა 2.8 ტრილიონ რუბლამდე შემცირდა. 2022-24 წლებში მთავრობის „ყულაბა“, რომელიც წლების განმავლობაში ნედლეულიდან მიღებული ჭარბი მოგების წყალობით ივსებოდა, რუბლში ნახევარზე მეტით, ხოლო დოლარში სამჯერ შემცირდა (113.5 მილიარდი დოლარიდან 37.4 მილიარდ დოლარამდე).
სეკვესტრი შეეხება ხუთ სახელმწიფო პროგრამას:
მრეწველობის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კრემლი 2030 წლისთვის სამოქალაქო საქონლის წარმოების 40%-ით გაზრდას ითვალისწინებდა, 97,15 მილიარდი რუბლის დაფინანსებას დაკარგავს;
სახელმწიფო პროგრამა „სამეცნიერო და ტექნიკური განვითარება“, 22.17 მილიარდ რუბლს დაკარგავს;
ავიაციის ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხარჯები, საიდანაც კრემლი დასავლური თვითმფრინავების ჩასანაცვლებლად ათასობით სამოქალაქო თვითმფრინავის გამოჩენას ელოდა, 20%-ით შემცირდა. ახლა მასზე 39,4 მილიარდი რუბლი დაიხარჯება თავდაპირველი 49 მილიარდის ნაცვლად;
„გემთმშენებლობის განვითარების“ სახელმწიფო პროგრამა 4.1 მილიარდი რუბლით, 24.1 მილიარდამდე შემცირდა;
„ენერგეტიკის განვითარების“ პროგრამა 7.2 მილიარდი რუბლით შემცირდა და 62.6 მილიარდ რუბლს შეადგენს.
ცვლილებების თანახმად, ნავთობისა და გაზის შემოსავლების სახით, ხაზინა წელს 8.3 ტრილიონ რუბლს მიიღებს, რაც თავდაპირველად დაგეგმილ 10.8 ტრილიონზე, 24%-ით ნაკლებია.