სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის თქმით, სერიოზულად უნდა განიხილებოდეს სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი.
„ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ - განაცხადა სიმონიანმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი რუსული სატელევიზიო პროგრამა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.