საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით დააფინანსებს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ  განაცხადა.

"მალე გამოვაცხადებთ, რომ გაყინული აქციებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით, საფრანგეთი, თავისი კომპანია KNDS-ის მეშვეობით, შეძლებს Caesar-ის ტიპის ჰაუბიცების ოპერატიული მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას, რომლებიც საფრანგეთმა უკრაინას რუსული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად მიაწოდა", - თქვა ჟან-ნოელ ბარომ.