გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მერცის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ჩასვლა უდიდესი ჟესტი იყო.

„პუტინი არ გამოჩნდა, რითიც საკუთარი თავი წაგებულ პოზიციაზე დააყენა. სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, ჩვენ მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს კანცლერი.

როგორც მანამდე უკრაინული მედია წერდა, სანქციების ახალი, მეჩვიდმეტე პაკეტი მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და შავ სიაში შეჰყავს დაახლოებით 200 ნავთობმზიდი, რომლებიც გამოიყენება რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად. პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ევროპაში საბოტაჟის გამო.

პირველი არხი