ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.9%-ით შემცირდა, - ამის შესახებ Eurostat იტყობინება.

ევროზონაში ეს მაჩვენებელი 2.2%-ით შემცირდა.

იანვარ-მარტში ევროკავშირში ბიზნეს რეგისტრაციის რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა, ევროზონაში - 5.5%-ით.

ახალი ბიზნესის რეგისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება ნიდერლანდებში (-38.4%), რუმინეთში (-32.3%) და ესპანეთში (-16.1%) დაფიქსირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კვიპროსში (+9.8%), ლიეტუვაში (+8.9%) და ხორვატიაში (+4.2%).

წყარო: interfax