ბრიტანულ - ნიდერლანდურმა ნავთობისა და გაზის გიგანტმა Shell-მა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანული BP plc-ის შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ, იუწყება Financial Times.
„არანაირი მოლაპარაკება არ არის“, - განაცხადა Shell-მა და დასძინა, რომ კომპანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის საკუთარ ოპერაციებზეა ორიენტირებული და არა მსხვილი შენაძენის გზით ზრდაზე.
Shell-ის ხელმძღვანელმა ვაელ სავანმა მაისში Financial Times-ს განუცხადა, რომ ის თანხას Shell-ის აქციების უკან გამოსყიდვაზე დახარჯავდა, ვიდრე BP-თან გარიგებაზე.