შვედეთის მთავრობამ ახლო ურთიერთობებში ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ცალკე მუხლის შემოღება შესთავაზა - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

კანონის მიღების შემთხვევაში, სისტემატური შეურაცხყოფა, მუქარა, კონტროლი ან იძულება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

დღესდღეობით, ასეთი შემთხვევები ხშირად დაუსჯელი რჩება, რადგან მათი კლასიფიცირება რთულია.