ჟენავაში ჩინეთის ვიცეპრემიერ ჰე ლიფენგსა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

სააგენტო Reuters წერს, რომ მოლაპარაკებების ადგილმდებარეობა არ საჯაროვდებოდა, თუმცა წყაროების ცნობით, მხარეები გაეროში შვეიცარიის ელჩის რეზიდენციის დატოვებისას შენიშნეს.

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გაი პარმელინმა ჩინეთისა და აშშ-ს დელეგაციები ჟენავაში 9 მაისს მიიღო. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება უკვე წარმატებაა.

"თუ ისინი განაგრძობენ დიალოგს, ეს დაძაბულობას შეამსუბუქებს". - განაცხადა პარმელინმა.

ლიიფენგი, სავარაუდოდ, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორთან ნგოზი ოკონჯო-ივეალასთანაც გამართავს შეხვედრას.

დონალდ ტრამპმა 9 მაისს განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფის დაწესება "სწორად ჟღერს".

მანამდე, 10 აპრილს, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთს ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე აშშ-ში მინიმუმ 145%-იანი ტარიფი აქვს დაკისრებული.

გუშინ, 9 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთზე ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა, მას შემდეგ რაც პეკინმა მის წინა ზომებზე საპასუხო სანქციები დააწესა. 10 აპრილს კი, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ გამოცხადებული 125% მანამდე დაწესებულ 20%-იან ტარიფს ემატება. ეს სანქციები ტრამპმა ჩინეთის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე ფენტანილის შეგზავნის ბრალდების საფუძველზე დააწესა.

წყარო: tabula.ge