დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ქსელური მაღაზია Flo გაიხსნა, ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მათი თქმით, Flo -ის პროდუქცია აფხაზეთში პირდაპირ მწარმოებლისგან, ანუ თურქული მხარისგან იგზავნება.
თურქეთის უმსხვილესი, ფეხსაცმლის საცალო მწარმოებელი FLO საქართველოში რამდენიმე ფილიალს ფლობს, მათ შორის 4-ს თბილისში: "თბილისი ცენტრალის", "ისთფოინთის", "გლდანი მოლის" და "თბილისი მოლის" სავაჭრო ცენტრებში.