როგორია ბიზნესგარემო საქართველოში? - ამის შესაფასებლად ევროკავშირმა კვლევა ჩაატარა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — QUIS ფარგლებში ჩატარებული ბიზნესკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიების 75% არ ფლობს ISO/EN სერტიფიკატს, თუმცა 70% დაინტერესებულია მისი მიღებით.

ამავე კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების უმრავლესობას (75%) არ აქვს რომელიმე საერთაშორისო სერტიფიკატი, თუმცა, მათი უმეტესობა აპირებს მიღებას.

შენიშვნა: სურათზე მწვანე ფერით აღნიშნულია იმ კომპანიების პროცენტული წილი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, ხოლო ლურჯით - ის კომპანიები, რომელიც გეგმავენ სამომავლოდ საერთაშორისო სერტიფიკატის აღებას.

იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა, ესაჭიროებათ სხვადასხვა მიმართულებით დახმარება.

უმრავლესობისთვის, გამოკითხულთა 46%-სთვის, ფინანსურ ნაწილში დახმარებაა საჭირო, 18%-ს  ხარისხიანი სისტემის დანერგვისთვის სჭირდებათ კონსულტაცია, 17-ს - ტრენინგები და ცოდნის გაუმჯობესება სურთ, 17%-ი - ცნობიერების ამაღლებას საჭიროებს.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 87 კომპანია: 28 სამშენებლო ბიზნესი, 18 - ავეჯის, 20 - ტექსტილის, 6 - სათამაშოების, 5 - შეფუთვის, ხოლო 10 სხვა ბიზნესში მომუშავე კომპანია.