აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 ივლისს დაესწრება FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს.

ტრამპი მეუღლითურთ ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბედმინსტერში მდებარე თავიანთი გოლფის კლუბიდან გაემგზავრებიან 64 კილომეტრის
დაშორებით მდებარე ისტ-რაზერფორდში, რათა MetLife-ის სტადიონზე აშშ-ს მასპინძლობით მიმდინარე ტურნირის ფინალურ მატჩს უყურონ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის.

ტრამპის ეს დაგეგმილი გამგზავრება ემთხვევა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს მასზე განხორციელებული თავდასხმის წლისთავს.

პრეზიდენტს თარიღის აღნიშვნის არანაირი საჯარო გეგმა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო თავის რძალთან, ლარა ტრამპთან ინტერვიუში, რომელიც Fox News Channel-ის წინა შაბათს საღამოს გავიდა.

ამ შაბათ-კვირას საფეხბურთო ტურნირზე ვიზიტის გარდა, იგი დაესწრო Super Bowl-ს ნიუ ორლეანში, Daytona 500-ს ფლორიდაში, UFC-ის ბრძოლებს მაიამისა და ნიუარკში, ნიუ ჯერსის შტატში, და NCAA-ს ჭიდაობის ჩემპიონატს ფილადელფიაში.

პრეზიდენტმა, რომელსაც FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან თბილი ურთიერთობა აქვს, განაცხადა, რომ მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს დაესწრება.

radiotavisupleba.ge