აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ნატო-ს პრობლემა მოაგვარა და ახლა წევრი ქვეყნები მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი ქვეყანა ახლა გადაიხდის არსებითად მეტ ფულს თავდაცვაში.
„ისინი 2%-ს არ იხდიდნენ, მაგრამ ახლა 5%-ს იხდიან. ასე რომ, ჩვენ წელიწადში ტრილიონ დოლარს ვხარჯავთ და ნატო-ში ძლიერი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში. მან არ იცოდა, სად იყო“, – აღნიშნავს ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ამ ქვეყნის პოტენციალი წარმოუდგენელია. ის იყო ძალიან სულელურად მართული“, – განაცხადა ტრამპმა ტარიფებზე საუბრისას.