ბულგარეთ-თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს, კიდევ 12 მიგრანტი დააკავეს

Unfortunately, the player could not be loaded. Please try again

9 ივლისს, 23:30 საათზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „რუსის“ სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა ლატვიური რეგისტრაციის მქონე სატვირთო მანქანა-რეფრიჟერატორი, რომელსაც ბელორუსის 30 წლის მოქალაქე მართავდა.

ავტომობილი შეირჩა პროფილური რისკის საფუძველზე, რომელიც ბულგარეთ-რუმინეთის საზღვარზე არალეგალური მიგრაციის მცდელობების იდენტური შემთხვევების საფუძველზე დადგინდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმებისას შეამჩნიეს, რომ სატვირთო განყოფილებაში საქონელი არ იყო, მაგრამ კონდიციონერი მუშაობდა. რეფრიჟირატორის მისაბმელის წინა ნაწილში მათ აღმოაჩინეს სამალავი, რომელშიც უცხო ქვეყნის 16 მოქალაქე იმყოფებოდა.

ისინი ერაყელი მიგრანტები აღმოჩნდნენ და დევნილთა საკითხების სახელმწიფო სააგენტოში სტატუსის მიღებას ცდილობდნენ. წინასწარი დაკითხვის დროს, მათ აღიარეს, რომ მათი უკანონო მოგზაურობის მიზანი გერმანიაში ჩაღწევა იყო. მძღოლი და მისი უკანონო მგზავრები დაკავებულები არიან.

საკონტროლო-გამშვები პუნქტის, „ვილენგრადის“ სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფმა კი ტოპოლოვგრადის მუნიციპალიტეტის სოფელ ფილიპოვოსთან 12 არალეგალური მიგრანტი დააკავა, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აღმოაჩნდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, ერაყელები არიან.

ორივე საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: 1 არხი