Домодедово-ს აეროპორტი გაკოტრების პირასაა 70 მილიარდი რუბლის ოდენობის ვალით - განაცხადა აეროპორტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ივანოვმა.

Домодедово-ს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ვალის სტრუქტურაში 34 მილიარდის ვალი დენომინირებულია რუბლებში, ხოლო კიდევ 450 მილიონი - დოლარებში.

2025 წელს, მხოლოდ სესხების მომსახურებაზე დაახლოებით 8 მილიარდი რუბლის პროცენტის გადახდა იქნება საჭირო. ივანოვმა განმარტა, რომ აეროპორტი ამჟამად კრედიტორებთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.რთული ფინანსური მდგომარეობა გამოწვეულია მგზავრთა ნაკადის მკვეთრი შემცირებით და ზარალიანობის ზრდით. ამავდროულად, ვერ მოხერხდა ხარჯების შემცირება და ოპერაციული საქმიანობის ეფექტურობა არ გაზრდილა. კომპანიამ შეინარჩუნა ზედმეტი თანამშრომლები და გაზარდა საკრედიტო ტვირთი.

„აეროპორტის მგზავრთნაკადი, ჩვენი ტევადობის სულ მცირე ნახევარს შეადგენს. ადრე, აქ იყო დიდი მგზავრთნაკადი, ახლა კი ძირითადად დოკუმენტების ნაკადია“ - აღნიშნა ივანოვმა.

ვრცლად პოსტი: https://www.facebook.com/share/1JNuo61nZH/