დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაზღვევის პოლისის საშუალო თვიური ღირებულება ერთ წელიწადში 10-12%-ით გაძვირდა და 37,88 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მლნ. ლარი შეადგინა.

წინა წელს ეს მაჩვენებელი 375,4 მლნ. ლარი იყო.

გალტ & თაგარტის სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG ს სექტორის 2023 წლის მონაცემებით, თამბაქოს რეალიზაციამ გასულ წელს ამ სექტორის 8% ანუ 1,7 მილიარდი ლარი შეადგინა. დაზღვევაში კი მოსახლეობამ, როგორც აღინიშნა, იგივე წელს 447 მილიონი ლარი გადაიხადა. ანუ წელიწადში მოქალაქეებმა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტში იმაზე თითქმის 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დაზღვევაში. 

jandacva.ge