2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 513 320 დოლარის ღირებულების 461.60 ტონა ყურძნის (ახალი ყურძენი) იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 2.97ლ)

იმპორტიორი ქვეყნები სომხეთი, ნიდერლანდები და თურქეთი არიან.

ამ ორი თვის მანძილზე, სომხეთიდან 275 060 დოლარის ღირებულების 292.40 ტონა, ნიდერლანდებიდან 102 300 დოლარის ღირებულების 24.76 ტონა, ხოლო თურქეთიდან 135 960 დოლარის ღირებულების 144.44 ტონა ყურძენი შემოვიდა.

სომხეთიდან შემოსული 1კგ ყურძნის ღირებულება - 2.51 ლარი

ნიდერლანდებიდან შემოსული 1კგ ყურძნის ღირებულება - 12.97 ლარი

თურქეთიდან შემოსული 1კგ ყურძნის ღირებულება - 2.51 ლარი

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 15-20 ლარიდან იწყება.  რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.