2024 წელს ჯანდაცვის სექტორის გამოშვება აღდგა და 4,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 12%-იანი მატებაა და პანდემიამდელ პიკურ მაჩვენებელსაც აჭარბებს, - ვკითხულობთ "თიბისი კაპიტალის" ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

2018 2024 პერიოდის განმავლობაში სექტორმა 8,9%-იანი კუმულატიური წლიური ზრდა (CAGR) აჩვენა ჯანდაცვის სექტორის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 3.8%-დან (2018) 3.2%-მდე (2024) შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ის ეკონომიკის სხვა სექტორებზე ნელი ტემპით იზრდება.

მიმოხილვის თანახმად, ჯანდაცვის გამოშვება მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლებში, რაც ასახავს სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას, გაფართოვდა სახელმწიფო დაფინანსებას და სტრუქტურულ რეფორმებს.

2018 წლიდან 2021 წლამდე ჯანდაცვა სექტორმა განიცადა სტაბილური და შემდეგ დაჩქარებული ზრდა. გამოშვება 2018 წელს 2,7 მილიარდი ლარიდან, 2021 წელს 4,6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2020-2021 წლებში ზრდა დიდწილად გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით. სწორედ პანდემიასთან დაკავშირებულმა შემსუბუქებამ განაპირობა შემდგომ კლება. 2022 წელს გამოშვება წლიურად 6%-ით დაეცა 4.4 მილიარდამდე, ხოლო 2023 წელს 5%-ით იკლო, 4.2 მილიარდამდე, სანამ 2024 წელს აღდგებოდა.