კომპანია Oracle Corporation-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი, ისტორიაში მე-2 ადამიანია, რომლის ჯამურმა კაპიტალმა, Bloomberg-ის მონაცემებით, 300 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
29 ივლისის შეფასებით, ელისონის ქონება 301 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა, რითაც ის, ილონ მასკის შემდეგ, გახდა მეორე ადამიანი, ვინც 300-მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა და ამჟამად Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მე-2 ადგილს იკავებს - წინ სწორედ მასკია.
Bloomberg-ის დღევანდელი შეფასებით, ელისონის ჯამური კაპიტალი 305 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მასკის მაჩვენებელზე 51 მლრდ დოლარით ნაკლებია, ხოლო მე-3 ადგილსან მარკ ცუკერბერგისაზე - 34 მლრდ დოლარით მეტი.
1-ლი აგვისტოს მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10 ასე გამოიყურება:
- ილონ მასკი (Tesla) - 356 მლრდ აშშ დოლარი;
- ლარი ელისონი (Oracle) - 305 მლრდ აშშ დოლარი;
- მარკ ცუკერბერგი (Meta) - 271 მლრდ აშშ დოლარი;
- ჯეფ ბეზოსი (Amazon) - 254 მლრდ აშშ დოლარი;
- სტივ ბალმერი (Microsoft) - 183 მლრდ აშშ დოლარი;
- ლარი პეიჯი (Google) - 173 მლრდ აშშ დოლარი;
- სერგეი ბრინი (Google) - 162 მლრდ აშშ დოლარი;
- იენსენ ჰუანი (Nvidia) - 155 მლრდ აშშ დოლარი;
- ბერნარდ არნო (LVMH) - 153 მლრდ აშშ დოლარი;
- უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway) - 144 მლრდ აშშ დოლარი.
შედარებისთვის, ბოლო 1-წლიან საანგარიშო პერიოდში, ელისონის კაპიტალი 112 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, ეს იმ ფონზე, როცა მასკის ქონება 76.5 მლრდ აშშ დოლარით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ, იმავე Bloomberg-ის შეფასებით, 2024 წლის 12 დეკემბერს, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.