ექიმი ზურა სიხარულიძე პოლიტიკაში მიდის. მიზეზად ის იმ მანკიერ ნარკოპოლიტიკას ასახელებს, რომელმაც შეიძლება თაობები შეიწიროს. 

სიხარულიძემ სოც.ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დეტალურად აღწერა ის პრობლემები, რაც ამჟამად ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებობს ქვეყანაში.

"ასეთი თავისუფალი, როგორიც ახლა ვარ, მართლა არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ რომ ყოველთვის თავს ვიკავებდი ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებისგან, რათა პაციენტებს პრობლემები არ შეჰქმნოდათ. ახლა, როცა აღარ მყავს პაციენტი და აღარაფერი მაქვს დასაცავი, ასე ერთ ხელის მოსმით ჩამომართვეს ყველაფერი. ვეღარ გავატარებ ამ პოპულისტურ გამოსვლებს და ბატონ მინისტრს დავზოგავ!

ყველა ჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამა ჩემი გახსნილია 2008 წელს და ბევრი ადამიანი, ვინც ახლა პაციენტია, ჩემი ჩარევით მოხვდა ამ პროგრამებში. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება სახელმწიფო სერვისებში. და ყველა ექიმი ჩემი აყვანილი და ნასწვალი და დატენინგებულია და ზუსტად ვიცი კარგად ვინ მუშოაბს ჩანცვლებაში და რა ხდება ეხლა იქ.
რაც შეეხება იმას, რომ ამბობენ ყველაფერი მზად არისო – გეტყვით პირდაპირ: ეს სრული ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება. და აქვთ რაიმე გაწერილი გეგმა ან სტრატეგია  ესიც ტყვილია! 
1️⃣ კადრების მწვავე დეფიციტია, განსაკუთრებით რეგიონებში. მაგალითად: ფოთში მხოლოდ ნახევარი  ექიმია, ოზურგეთში – ორი, ზუგდიდში – ორი, ზესტაფონში – ერთი და ასე შემდეგ.
2️⃣ ერთი ექიმი ემსახურება 300-400 პაციენტს ეხლა და მას დაემატება კიდე სუბუქსონის პაციენტი ჰკითხეთ ნებისმიერ პაციენტს – წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ ხედავს ექიმს, მაშინაც მხოლოდ მაშინ, როცა დოზის მომატება ან დაკლება სჭირდება. რომელ ინდივიდუალურ მიდგომაზეა საერთოდ საუბარი?!
3️⃣ ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია. იმდენად, რომ თავად ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯარიმა თავისი სტრუქტურული ერთეული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის, მაგრამ არაფერი შეცვლილა. და ეხლა ცდილოვბენ თითო გასაცემის დამატებას და ისიც ბევრ ადგილას ვერ ხერხდება ვინაიდან უბრლაოდ ადგილი არ არის და საურათები ნახეთ ალაბათ და ვინც დაინტერსდებით მიდით და ნახეთ  რა დღეში არის იქ ინფრასტრუქტურა.
4️⃣ ფსიქოლოგი, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ არსებობს. ზოგ რეგიონში ერთი ჰყავთ სამ რაიონზე, ზოგან – საერთოდ არცერთი. 
5️⃣ პროგრამებს ხელმძღვანელობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნარკოლოგიასთან არანაირი შეხება არ აქვთ და ლიცენზიაც კი არა აქვთ ნარკოლოგიის მიმართულებით.
რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ფიქრობენ და რასაც
გიმზადებენ 
1️⃣ თქვენი მონაცემები ოფიციალურად დარეგისტრირდება და ანონიმურობის მომენტი მოიხსნება. როცა სახელმწიფო პროგრამაა და თანხას იხდის სახელმწიფო, ყველა პერსონალური მონაცემი იქნება იდენტიფიცირებული, ზუსტად ისე, როგორც არის სახელმწიფო პრგრამაში.
2️⃣ პორტალი 2 წელი არ მუშაობდა ზუსტად იმის გამო, რომ პაციენტების პერსონალური ინფორმაციის დაცვა ვერ ხერხდებოდა.
3️⃣ ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ დარჩება მხოლოდ მოკლე დეტოქსი და ყველას „განკურნებულად“ გამოგაცხადებენ. ესე თქვა ბატონმა
მინისტრმა ჯერ მოგცემთ  ამ პრეპარატსო მერე აღარაო და რას მოგცემთო მაგას ჯერ არ გეტყვითო:)) 
4️⃣ ვინც იყავით ინდივიდუალურ რეჟიმზე, ეს ამბავი დაივიწყეთ – ინციდენტურ და არარეგულარულ მომხმარებლებად გამოგაცხადებენ.
5️⃣ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პროგრამები საბოლოოდ აღარ იქნება ჩანაცვლებითი – დარჩება მხოლოდ დეტოქსი, და ამაში ეჭვი აღარავის რჩება. და სააბოოლო მიზანი ალბათ მათი სრული დახურვაა რაც არის დიადი მიზანი 
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia შემაოწმეთ რა პირობებში უნდა იყოს ნარკოტიკი შენახულინი იქ და როგორ იქნება დაცული 
 სისხლის სამართლის საქმე
იყო აძრული მეტადონის არალეგალურ ბრუნვაზე ზოგიერთ ცენტრებში და ეხლა სუბუქსონიც რომ დამეტება როგორ იქნება დაცული იქ უსფრთხოება !
ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, კარგი არაფერი გელით," - წერს ნარკოლოგი.